26 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვამ ყველა რუსული დრონი ჩამოაგდო

გუშინ, დღის ბოლოს გამოცხადებული საჰაერო განგაში გათენებამდე გაგრძელდა უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, კიევში. რუსული ძალები უკრაინას დრონებითა და რაკეტებით დაესხნენ თავს. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი ჩამოაგდო.

დაიბომბა სუმის ოლქის 5 დასახლება, შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ორმა მშვიდობიანმა მოქალაქემ.

რუსული ძალების მიერ ხერსონის ოლქზე იერიშის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის საზღვართან რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, ტერიტორიის დასაცავად საგანგებო, 3 ათას კაციანი ჯგუფი შექმნეს. როდის დააბრუნებენ ევაკუირებულ მოსახლეობას სახლებში - გადაწყვეტილებას რეგიონის ხელისუფლება ხვალ მიიღებს.

პარალელურად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევს მოთხოვნის შესაბამისად, 285 მილიონი დოლარის ღირებულების "NASAMS"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და შესაბამისი აღჭურვილობის მიყიდვის უფლება მისცა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება კონგრესმა უნდა მიიღოს.

დღის ამბები