საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტები გამოავლინა.
პასუხიგებაში მისცეს ოთხი პირი, მათგან დაკავებულია ერთი. გამოძიების ინფორმაციით, „სოფლის განვითარების სააგენტო“-სა და ერთ-ერთ კოოპერატივს შორის, გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო აფინანსებდა ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას.
კოოპერატივის ხელმძღვანელმა, გააყალბა ინვენტარის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა სოფლის განვითარების სააგენტოს, რა გზითაც, დაეუფლა სახელმწიფოს მიერ გაცემულ თანადაფინანსების თანხას - 500 000 ლარს.