26 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
რონ პოლი: მეინსტრიმული მედია პანიკაშია, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი 48 მლრდ-დან მხოლოდ 6 მლრდ დარჩა, ეს არ იქნება საკმარისი, რომ "პროექტი უკრაინა" რამდენიმე კვირაზე მეტ ხანს შენარჩუნდეს

მეინსტრიმული მედია პანიკაშია იმის გამო, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი 48 მილიარდიდან მხოლოდ 6 მილიარდი დარჩა. ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ "უკრაინული პროექტი" რამდენიმე კვირაზე მეტხანს შენარჩუნდეს. მაშინ, როდესაც აშშ-ის საზოგადოებრივი აზრი, ხმათა უმრავლესობით, ეწინააღმდეგება "უკრაინის" სახელით ცნობილ კორუმპირებულ შავ ხვრელში კიდევ უფრო მეტი ფულის გადაყრას, უპრინციპო პოლიტიკოსებიც კი მოუსმენენ კონგრესში არსებულ პროგრესულ-კონსერვატიულ ალიანსს, რომელსაც ეს ყველაფერი მობეზრდა, - ამის შესახებ Eurasiareview-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი რონ პოლი წერს.  

"უკრაინაში პრეზიდენტ ბაიდენის ფიასკო შევა ისტორიაში - ავღანეთსა და ერაყთან ერთად - როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური კატასტროფა აშშ-ის ისტორიაში. ამერიკელი ნეოკონსერვატორების ძველ სურვილს, "შეიცვალოს რეჟიმი" რუსეთში, ორივე მხრიდან უკვე ასობით ათასი მსხვერპლი ჰყავს. არ დაგვავიწყდეს არც ის, რომ კონგრესმა "უკრაინის პროექტის" დაფინანსებისთვის ნეოკონსერვატორებს 100 მილიარდი დოლარი გამოუყო.

მას შემდეგ, რაც გასულ უქმეებზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ბახმუტზე რუსეთმა დაამყარა კონტროლი, ნეოკონსერვატორების უკრაინული პროექტი, ისევე, როგორც მათი ყველა წინა საგარეო პოლიტიკური პროექტი, როგორც ჩანს, სწრაფად უახლოვდება ჩავარდნას. თუმცა ეს არ შეაჩერებს ბაიდენის ადმინისტრაციას მცდელობებში, გამოსძალოს მეტი ფული ამერიკას, რომელიც ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე იმყოფება. არ უნდა დაგვავიწყდეს ბრძოლა „ვალის ლიმიტის“ საკითხზე, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში მიმდინარეობს.

ბაიდენის ადმინისტრაციის შიდა ხარჯები რესპუბლიკელი კანონმდებლებისთვის ყოველთვის ბრძოლის საგანია, თუმცა როცა საქმე ეხება უკრაინული პროექტისთვის გამოსაყოფ უსასრულო ხარჯებს, ზოგიერთი გამონაკლისის გარეშე, მხარეები სინქრონულად მოქმედებენ. ავღანეთში "თალიბანთან" 20-წლიანი ბრძოლის შემდეგ ავღანეთში "თალიბანის" მმართველობა მივიღეთ! ამის საფასური დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარია. თუმცა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა, ომის მომხრე ანალიტიკურმა ცენტრებმა და მეინსტრიმულმა მედიამ კარგი ანაზღაურება მიიღეს.  

მეინსტრიმული მედია პანიკაშია იმის გამო, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი 48 მილიარდიდან მხოლოდ 6 მილიარდი დარჩა. ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ "პროექტი უკრაინა" რამდენიმე კვირაზე მეტხანს შენარჩუნდეს. მაშინ, როდესაც აშშ-ის საზოგადოებრივი აზრი, ხმათა უმრავლესობით, ეწინააღმდეგება "უკრაინის" სახელით ცნობილ კორუმპირებულ შავ ხვრელში კიდევ უფრო მეტი ფულის გადაყრას, უპრინციპო პოლიტიკოსებიც კი მოუსმენენ კონგრესში არსებულ პროგრესულ-კონსერვატიულ ალიანსს, რომელსაც ეს ყველაფერი მოჰბეზრდა. 

იმ ფონზე, როცა საზოგადოებრივი აზრი ეწინააღმდეგება კორუმპირებულ უკრაინაში უსასრულო მილიარდების გაგზავნას და მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შენარჩუნებას, ვაშინგტონში პოლიტიკური ცხოველები ჩაძირვისთვის განწირული გემიდან გაქცევას დაიწყებენ. უნდა ველოდოთ, რომ კანონმდებლები მასობრივად მიატოვებენ "უკრაინულ პროექტს". ეს მოძრაობა, რომელსაც პრინციპული კონსერვატორები და პროგრესისტები ხელმძღვანელობენ, სამუდამოდ ჩაძირავს ნეოკონსერვატორების "უკრაინულ პროექტს" და გლობალური ბირთვული განადგურებისგან გადაგვარჩენს," - წერს სტატიის ავტორი.

დღის ამბები