26 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
"ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს" - ჯოზეფ ბორელი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში აცხადებს, რომ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელის თქმით, უკრაინელებმა შეძლეს პუტინის "სწრაფი გამარჯვების" გეგმის ჩაგდება და თავის დაცვა. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი განაგრძობს კიევის მხარდაჭერას, მათ შორის შეიარაღებით. 

"ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები არ ეთანხმებიან ზოგიერთ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს და ამიტომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის დახმარება. არა, ყველაფერი პირიქითაა. უკრაინის საქმე კარგად მიდის, მათ შეძლეს პუტინის "სწრაფი გამარჯვების" გეგმის დარღვევა და მოახერხეს თავის დაცვა. ჩვენ დავაკორექტირეთ მოქმედების სამი კურსი, სამი გზა. პირველი ის იყო, რომ ვთხოვეთ წევრ ქვეყნებს, მოგვაწოდონ იარაღი თავისი მარაგიდან რომელიც უკვე აქვთ და არ დაელოდონ მეტის შექმნას. უახლესი მაჩვენებლები ბევრად უკეთესია, ვიდრე ათი დღის წინ, დღეს გამოცხადდა, რომ ამ სამოქმედო გზის საშუალებით წევრმა ქვეყნებმა უკრაინას 220 ათასი სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალა და 1300 რაკეტა მიაწოდეს," - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

დღის ამბები