უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა. საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ლუგანსკში, პოლტავასა და დნიპროპეტროვსკში.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტების 18 კონცენტრირებულ ზონას, 3-მ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 3 საკონტროლო პუნქტს და 1 საწყობს დაარტყეს.
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში "რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა" და "რუსეთის თავისუფლების ლეგიონის" მებრძოლების მიერ ჩატარებულ ოპერაციაში უკრაინელები არ მონაწილეობდნენ. - ამის შესახებ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა საერთაშორისო მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ოპერაციის დროს უკრაინელი სამხედროები ძირითადად დამხმარე როლს ასრულებდნენ და საზღვარს რუსეთის კონტრშეტევის შემთხვევაში იცავდნენ.
ბელგოროდის გუბერნატორის ინფორმაციით, ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გააუქმეს.