26 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი, მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო, სავიზო წესებს ამკაცრებს

დიდი ბრიტანეთი, მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო, სავიზო წესებს ამკაცრებს.

"ბიბისის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უცხოელი ასპირანტები, რომელთა სწავლა კვლევით სამუშაოსთან არ არის დაკავშირებული, დიდ ბრიტანეთში ოჯახის წევრებს ვეღარ ჩაიყვანენ.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სავიზო წესების გამკაცრება მიგრანტების რაოდენობის შემცირებას ემსახურება.

ახალი წესებით, უცხოელი ასპირანტების პარტნიორები და შვილები ვერ გააკეთებენ განაცხადს ისეთ ვიზებზე, რომელიც მათ დიდ ბრიტანეთში ბინადრობის უფლებას აძლევს.

დღის ამბები