ცენტრალურ გაიანაში, სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 19 ბავშვი დაიღუპა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ცეცხლი სკოლაში შუაღამით გაჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ სპეციალურად გააჩინეს, თუმცა ამ დრომდე ეჭვმიტანილები არ გამოუვლენიათ.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა პროცესს უამინდობა უშლიდა ხელს. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.