26 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან - ნიკოლოზ რევაზიშვილი

კატარის მესამე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან, - ამის შესახებ კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კატარში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
 
მისი თქმით, ფორუმში 40-მდე სხვადახვა ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები მონაწილეობენ.
 
"დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში. კატარის რიგით მესამე ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი იმართება კატარის ემირის პატრონაჟით და ბლუმბერგის თანაორგანიზებით. ფორუმში მონაწილეობას იღებენ 40-მდე სხვადახვა ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები. ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან," - განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

დღის ამბები