26 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად კატარში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად კატარში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი, კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

დღის ამბები