საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს სომხეთის ცალკეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის, მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მუდმივ რეჟიმში ხდება როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმება საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუ გემი ან გემის მფლობელი სანქციების სიაშია, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება.
"აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვო-როსისკსა და ბათუმს შორის. ეს არ არის რეგულარული რეისი, და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. გემის მფლობელი კომპანია, არ იძებნება სანქცირებულთა სიაში და კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას," - ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.