26 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ვუერთდები ევროკავშირის განცხადებებს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით - საქართველოში ნიდერლანდების ელჩი

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მააიკე ვან კოლდამი აცხადებს, რომ ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, სრულად იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებებშია გამოხატული.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ელჩის თქმით, აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე პარტიებმა ერთად იმუშაონ.

"რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა გაავრცელა ორი განცხადება. ნიდერლანდები არის ევროკავშირის წევრი და, რა თქმა უნდა, ვუერთდები ევროკავშირის ამ განცხადებებს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება, რამდენადაც შესაძლებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფნა და, ასევე, გამოხატავს შეშფოთებას ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ასე რომ ჩვენ ევროკავშირის ამ განცხადებებს ვიზიარებთ.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, არსებობს 12 პრიორიტეტი, რომელიც სრულად უნდა შესრულდეს. ყველა პარტიამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, ამ პრიორიტეტების შესასრულებლად, იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად, დაძლიონ უთანხმოება და პოლარიზაცია," - განაცხადა მააიკე ვან კოლდამიმ.

 

დღის ამბები