26 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია 40%-ით ლიდერობს

მმართველი პარტია ლიდერობს საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში. წინასწარი შედეგების თანახმად "ახალმა დემოკრატიამ" ხმების 40% მოიპოვა, მისმა მთავარმა კონკურენტმა "სირიზამ" კი - 20%.

წარმატების მიუხედავად, პრემიერის პარტია პარლამენტში სრული უმრავლესობისთვის საჭირო ხმებს ვერ აგროვებს, რის გამოც პირველ სამ ადგილზე გასულ პარტიებს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად საბერძნეთის პრეზიდენტი სამ დღეს აძლევს, თუკი კოალიციური მოლაპარაკება ვერ შედგა, პრეზიდენტი დროებით მთავრობას დანიშნავს და დაახლოებით ერთ თვეში ახალი არჩევნები დაინიშნება.

დღის ამბები