26 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა - მორიგი მძიმე ღამე ფრონტის ხაზზე

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში - ქვეყნის არაერთ ოლქში, მათ შორის, კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ისმოდა აფეთქებების ხმა.

რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის ოლქს - დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი.

11-ჯერ დაიბომბა სუმის 7 დასახლება. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები.

ხარკოვის ოლქში აფეთქებების შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

რუსეთის სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტი აღებულია და მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცემენ და 25 მაისს კონფლიქტის ზონას დატოვებენ.

ოფიციალური კიევი კი არ ადასტურებს "ვაგნერის" მიერ ბახმუტზე სრული კონტროლის დამყარებას. მათი ინფორმაციით, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლს კვლავ უკრაინული ძალები ინარჩუნებენ.

დღის ამბები