26 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
სამწუხაროდ, 7-8 მარტის აქციების შესახებ მოვისმინეთ ბევრი სპეკულაცია, პოლიციის მიმართ ცილისწამება და შეურაცხყოფა - ვახტანგ გომელაური

სამწუხაროდ, 7-8 მარტის აქციების შესახებ ვნახეთ და მოვისმინეთ, ბევრი სპეკულაცია, პოლიციის მიმართ ცილისწამება და შეურაცხყოფა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 7 და 8 მარტს გამართული საპროტესტო აქციები, არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში.

"დაახლოებით ერთი თვის წინ, პარლამენტის 8 დეპუტატის მხრიდან, მივიღე კითხვები: პროპორციული იყო თუ არა 7-8 მარტს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა? ხომ არ წარმოადგენდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას 7-8 მარტს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა? და წესის დაცვით იქნა თუ არა გამოყენებული სპეციალური საშუალებები.

შევეცდები ამ კითხვებს ვუპასუხო ამომწურავად, მიუხედავად იმის რომ ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანოს თითოეულ წევრს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგით ხელმძღვანელობთ, მარტის მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან ზომიერი, მაღალპროფესიონალური და სამართლიანი მოქმედებების შესახებ თავად შეგიძლიათ მსჯელობა და სწორი დასკვნების გამოტანა.

7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ, არამშვიდობიან მასობრივ ქმედებებში,"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები