26 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებს.

განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. დადებითად შეფასდა საქართველოს პარლამენტისა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომის პირველად გამართვა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას.

დღის ამბები