დავით კეზერაშვილი BBC-ის წინააღმდეგ - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბრიტანეთის მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კეზერაშვილი ირწმუნება, რომ მას არაფერი აქვს საერთო Milton Group-თან ან "ქოლცენტრებთან" დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან და კომპანიის მხრიდან სიუჟეტის ეთერში გაშვება ძალიან უპასუხისმგებლო იყო.
კეზერაშვილი ამბობს იმასაც, რომ მომხდარს სათავისოდ იყენებს "ქართული ოცნება", რათა შელახოს მისი, როგორც კრიტიკული ტელეარხის, "ფორმულას" დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია.