26 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
კომპანია Unilver-მა რუსეთში, გასული წლის განმავლობაში, მოგება გააორმაგა

ბრიტანულ-ნიდერლანდურმა ბრენდმა, Unilver-მა რუსეთში გასული წლის განმავლობაში გააორმაგა თავისი მოგება – ამის შესახებ იუწყება Follow the Money.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ასევე მეტი დახარჯა რუსეთში რეკლამაზე, მიუხედავად დაპირებისა, რომ შეწყვეტს რეკლამას რუსულ ბაზარზე.

ერთი წლის შემდეგ, რუსეთში Unilver-ის მოგება გაორმაგდა, 4,8 მილიარდი რუბლიდან (56 მილიონი ევრო) გაიზარდა 9,2 მილიარდ რუბლამდე (108 მილიონი ევრო).

მიმდინარე წლის თებერვალში Unilever-მა გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ 15 მილიონ ევროზე მეტი დახმარება და საკვები გადასცა უკრაინას, ანუ რუსეთის ხაზინაში გადახდილი გადასახადების ნახევარზე ნაკლები.

დღის ამბები