26 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთსა და სამებაში პარაკლისები აღევლინება

17 მაისი, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღე - თარიღი საქართველოში უკვე მეათე წელია აღინიშნება. დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის ტაძარში პარაკლისს  მიტროპოლიტი შიო აღასრულებს, რის შემდეგაც სამების ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა შედგება.

სამადლობელი პარაკლისი შესრულდება სამებაშიც.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღე ილია მეორის ინიციატივით 2004 წელს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი 17 მაისიდან ზუსტად ერთი წლის თავზე გამოცხადდა.

 

ავტორი : მაია გრიგოლია

დღის ამბები