სკანდალური განქორწინების შემდეგ, კინოში დაბრუნება და პირველი კინოფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს - საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ჯონი დეპი ფილმ - Jeanne du Barry-ით ჩადის. სწორედ კანის 76-ე ფესტივალზე მოხდება ფილმის მსოფლიო პრემიერა. წლევანდელი ოქროს პალმის რტოს დაჯილდოება გამორჩეული იქნება იმითაც, რომ მასზე ნაჩვენები იქნება პედრო ალმადოვარისა და ჟან ლუკ გოდარის ბოლო მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრებიც.
სულ კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის 19 ფილმი იბრძვის, თუმცა ორი კვირის განმავლობაში 50 კინო სურათი იქნება ნაჩვენები. კანის ფესტივალზე შედგება ინდიანა ჯონსის მსოფლიო პრემიერაც, 15-წლიანი პაუზის შემდეგ ფილმში მთავარ როლს, კვლავ ჰარისონ ფორდი ასრულებს. მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი კინო-მოვლენის ფარგლებში, არასაკონკურსო ფილმების სექციაში იქნება ნაჩვენები ქართველი რეჟისორის ელენე ნავერიანის "შაშვი შაშვი მაყვალიც."