თბილისის მერიის აპლიკაცია "ფიქს თბილისი" ამოქმედდა. კახი კალაძემ მედიის წარმომადგენლებს აპლიკაციის ფუნქციები და შესაძლებლობები თავად გააცნო.
"ფიქს თბილისი", მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიური კომუნიკაციის საშუალებაა, რომელიც ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმირების მიზნით შეიქმნა.
მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო და მიუთითოს მისამართი. ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება.