26 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ავიაკომპანია "აზიმუტ ეარლაინსი" არ იმყოფება სანქცირებულთა სიაში - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განმარტავს, რომ ავიაკომპანია "აზიმუტ ეარლაინსი" არ იმყოფება სანქცირებულთა სიაში.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არასწორად არის ინტერპრეტირებული.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ "აზიმუტ ეარლაინსის" შესახებ არასწორად ინტერპრეტირებულ ინფორმაციას. ავიაკომპანია არ იმყოფება შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში და ამის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ავიაკომპანია "აზიმუტ ეარლაინსი", საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატში ფიქსირდება როგორც სააქციო კომპანია, ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ სანქცირებულთა სიაში მოძიებული კომპანია კი არის ,"აზიმუტ ელ ელ სი", რომელიც საჰაერო ნავიგაციის და საინფორმაციო სისტემების მიმწოდებელი კომპანიაა", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები