უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის შემდეგ ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ზელენსკი შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ რიში სუნაკს. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერა იყო.
გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ დრონებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გაუგზავნის.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაფხულში დიდი ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების მომზადებას დაიწყებს, სხვა ქვეყნებთან ერთად კი უკვე მუშაობს უკრაინისთვის F-16 ავია-გამანადგურებლების შესაძლო მიწოდებაზე.