26 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, ცესკო-ს ფორმირების წესში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, ცესკო-ს ფორმირების წესში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კითხვები დაისვა მიზნებთან დაკავშირებით. ინიციატორების შეფასებით, მთავარი მიზანი ადმინისტრაციის გაძლიერებაა, რათა არც ერთ ძალას პოლიტიკური საბოტაჟის შესაძლებლობა არ მიეცეს.

"ქართული ოცნების" ინიციატივით, "საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები საპროცედურო საკითხთა კომიტეტის შემდეგ, იურიდიულ კომიტეტზე გავა.

ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე.

ამასთან, იცვლება არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. თუკი პარლამენტი, ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 ხმით მხარს დაუჭერს, ისინი თანამდებობას 5 წლით დაიკავებენ.

დღის ამბები