უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. ბახმუტთან ახლოს ჩრდილოეთ და სამხრეთ გარეუბანში, 10-ზე მეტი პოზიცია დაიბრუნეს უკრაინულმა ძალებმა.
რაც შეეხება ოკუპანტების იერიშებს, რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 2 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს. სარაკეტო იერიშის შედეგად დონეცკის ოლქზე 3 ადამიანი დაშავდა.
ზაპოროჟიას ოლქში ოკუპანტების საარტილერიო იერიშის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბავშვი.
ხერსონის ოლქში კი რუსულ საარტილერიო თავდასხმას ერთი მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა.
უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს შეხვდა.
საფრანგეთი უკრაინას მომავალ კვირებში ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს გადასცემს.