26 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
თურქეთში, სავარაუდოდ,არჩევნების მეორე ტური გაიმართება - ამ დროის მონაცემებით, ხმების 50%-ზე მეტი არცერთ კანდიდატს მიუღია

საარჩევნო ყუთების 98.48% დათვლილია - თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროის მონაცემებით, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო და, შესაბამისად, მეორე ტური გაიმართება.

ამ დროისთვის დათვლილი ბიულეტენების მონაცემების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ლიდერობს 49.34%-ით, მეორე ადგილზე კი მისი მეტოქე ქემალ ქილიჩდაროღლუა 45%-ით. რაც შეეხება მესამე კანდიდატს, სინან ოგანს, მან ხმების 5.23% მიიღო.

საპრეზიდენტოსთან ერთად, თურქეთში საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართა. ამ დროის მონაცემებით, ერდოღანის პარტია "სახალხო ალიანსი" 49.40%-ით ლიდერობს.

დღის ამბები