26 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
თბილისში, ჯანსუღ კახიძის რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

თბილისში, მსოფლიოში აღიარებული ქართველი დირიჟორის სახელობის რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მუსიკალურ საღამოებს მისი შვილი, ასევე ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი ვატო კახიძე მასპინძლობს. ფესტივალი ცნობილმა ამერიკულმა ბენდმა "თეიქ სიქსმა" გახსნა.

ახლა მუსიკალურ-კულტურული ცენტრი მეორე კონცერტისთვის ემზადება, სადაც მსმენელს ჯაზის საღამო ელოდება. მუსიკის მოყვარულებისთვის თბილისის ბიგ ბენდი დაუკრავს. ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს 23 მაისს ასევე უცხოეთიდან ჩამოსული ჯგუფი დახურავს, მუსიკალურ ნაწარმოებებს ვატო კახიძის დირიჟორობით შეასრულებს სიმფონიური ორკესტრიც.

დღის ამბები