26 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
რატომ უთხრეს ზელენსკის უარი ევროვიზიის აუდიტორიისთვის მიემართა - ორგანიზატორების განმარტება

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უარი უთხრეს, ევროვიზიის კონკურსზე აუდიტორიისთვის მიემართა. ორგანიზატორების განმარტებით, ზელენსკის გამოსვლა კონკურსს პოლიტიკურს გახდიდა.

განცხადება გაავრცელა ევროპის მაუწებელთა კავშირმაც, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ კონკურსის ფარგლებში პოლიტიკური განცხადება მკაცრად იკრძალება.

"ევროვიზიის კონკურსი საერთაშორისო გასართობი შოუ, რომელიც დაფუძნებულია მკაცრ წესებსა და პრინციპებზე, რომელიც კონკურსის შექმნის დღიდან მოქმედებს. ამ წესების თანახმად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ღონისძიების არაპოლიტიკური ხასიათია. ეს პრინციპი კრძალავს კონკურსზე პოლიტიკურ, ან მსგავს განცხადებებს.

ბატონი ზელენკის თხოვნა, მიმართოს ევროვიზიის კონკურსის აუდიტორიას, სამწუხაროდ, ვერ დაკმაოფილდება ევროპის მაუწებელთა კავშირის (EBU) მიერ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ღონისძიების წესებს," - ნათქვამია განცხადებაში.

"ევროვიზია 2023" უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, რადგან წინა წლის კონკურსში უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra გაიმარჯვა, თუმცა, ომის გამო, წლევანდელ კონკურსს ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული მასპინძლობს.

დღის ამბები