26 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
"ჩვენს მიწაზე უცხო დროშები არასოდეს გამეფდება და ჩვენი ხალხი არასოდეს იქნება დამონებული" -ვოლოდიმირ ზელენსკი

"ჩვენს მიწაზე უცხო დროშები არასოდეს გამეფდება და ჩვენი ხალხი არასოდეს იქნება დამონებული" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა მეომრებისთვის ახალ სახელმწიფო ჯიდლოების განკარგულებაზე ისაუბრა და ძალოვანი სისტემის რეფორმის ყოვლისმომცველი სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა.

"მალე შევძლებ ჩვენი თავდაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეების გამოცხადებას. დავამტკიცე ჩვენი ძალოვანი სისტემის რეფორმის ყოვლისმომცველი სტრატეგიული გეგმა, ეს არის დეტალური დოკუმენტი, რომელიც შექმნილია 2027 წლამდე.

სახელმწიფო სისტემის ყველა ელემენტმა - სამართალდამცავი ორგანოებმა, უპირველეს ყოვლისა, ისე უნდა იმუშაონ, რომ ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ. უკრაინა უნდა გახდეს და უკვე გახდა ევროპისა და მთელი თავისუფალი სამყაროს სიძლიერის ადგილი.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მაქსიმალური უსაფრთხოება, მაქსიმალური თავისუფლება, კანონის და ხალხის მაქსიმალური პატივისცემა უკრაინაში,"-განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები