საომარი მოქმედებები უკრაინაში კვლავ აქტიურ ფაზაშია. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბეს, შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 10 ადამიანი.
ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვის ოლქის სოფლები, შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონის ოლქშიც.
რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, გაერთიანებულმა სამეფომ დაადასტურა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა. ამერიკისგან კი უკრაინა შემოდგომაზე აბრამსის ტიპის ტანკებს მიიღებს. იაპონია კი ლტოლვილთა დასახმარებლად 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს.