26 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
სამსახურში ფიქტიურად გაფორმებული ორსული ქალები - დოკუმენტების გაყალბების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხები მიითვისეს

დოკუმენტების გაყალბების გზით მითვისებული სახელმწიფოს კუთვნილი თანხები -გამოძიებით დგინდება, რომ წინასწარ მოფიქრებული სქემით, ბრალდებული გარიგებაში შევიდა ორსულ ქალებთან. ისინი ფიქტიურად გააფორმა მის მმართველობაში არსებულ საწარმოებში, შემდგომ დაამზადა ყალბი დოკუმენტები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითქოსდა საწარმოებში დასაქმებული 237 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში 237 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა განაწილებულ იქნა ბრალდებულსა და ორსულ ქალებს შორის.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

დღის ამბები