26 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
"ბევრი კარგი ამბავია ჩვენი პარტნიორებისგან" - ზელენსკის თქმით, დასავლეთისგან ახალ დახმარებას მიიღებენ

"ტერორისტულმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ სცადა ჩვენი ხალხის წამება და კიდევ ერთხელ დამარცხდა ჩვენი ცის დამცველებთან" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულის ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობისთვის.

"ჩვენ ევროპასთან ერთად უკრაინაში ევროპის დღე ავღნიშნეთ. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი ამ დღეს სიმბოლურიც და ძალიან პროდუქტიულიც იყო. განვიხილეთ რუსეთზე სანქციების ზეწოლა და ევროპასთან ერთად აქტიურად ვამზადებთ რუსეთის წინააღმდეგ მე-11 სანქციების პაკეტს. ასევე განვიხილეთ ევროინტეგრაციის ჩვენი პოლიტიკური პერსპექტივები.

ბევრი კარგი ამბავია ჩვენი პარტნიორებისგან. რაც საჯაროდ შეიძლება ითქვას, არის ახალი თავდაცვის პაკეტი შეერთებული შტატებიდან. მთლიანი თანხა მილიარდ 200 მილიონი დოლარია.

გადმოგვეცემა არტილერია, სხვადასხვა აღჭურვილობა ტერორისტების რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან დასაცავად და ჩვენი დამცველების გასაძლიერებლად," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები