საომარი მოქმედებები უკრაინაში კვლავ აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე ომს კიდევ ერთი ჟურნალისტის სიცოცხლე შეეწირა. ფრანგი კორესპონდენტი ბახმუტის მისადგომებთან მოკლეს.
რუსულმა ძალებმა ღამით სუმის ოლქის 5 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს, დაფიქსირდა 88 აფეთქება. კუპიანსკის მიმართულებით განხორციელებულ იერიშს 3 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოკუპანტებმა დაარტყეს დონეცკის რეგიონსაც, დაიღუპა 1 მოქალაქე.
დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონში დაიბომბა 2 დასახლება, რასაც მოყვა მნიშვნელოვანი ნგრევა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადამ დაადასტურა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ბრიგადა ბახმუტიდან გაიქცა.