26 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ჩვენ ერთად გავანადგურეთ ბოროტება, ისევე, როგორც ახლა ერთად ვეწინააღმდეგებით მსგავს ბოროტებას - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების და ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღეს სწორედ მსგავს ბოროტებას ეწინააღმდეგება მთელი ქვეყანა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან უკვე მიმართა უმაღლეს რადას და 8 მაისის ხსოვნისა და გამარჯვების დღედ გამოცხადება ოფიციალურად მოითხოვა, ხოლო 9 მაისს აღინიშნება ევროპის დღე.

"8 მაისს უკრაინასა და თავისუფალ სამყაროს კაცობრიობის ისტორიაში ექვსი საშინელი წელი ახსოვს. 1939 წლიდან 1945 წლებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 8 მილიონი უკრაინელი.

სამწუხაროდ, ბოროტება დაბრუნდა. აგრესორის, მიზანი ერთია - დამონება და განადგურება. და როგორც მაშინ თავისუფალი ერების ერთობლივ ძალას ვეყრდნობოდით, ახლაც თავისუფალ სამყაროსთან ერთად, თავისუფალ ევროპასთან ერთად ვიბრძვით ბოროტების წინააღმდეგ. და ჩვენ გავიმარჯვებთ! ეს იქნება ჩვენი გამარჯვების დღე! უკრაინის გამარჯვების დღე ეს იქნება!

ჩვენ ერთად გავანადგურეთ ბოროტება! ისევე, როგორც ახლა ერთად ვეწინააღმდეგებით მსგავს ბოროტებას.

მრავალი წლის წინ ჩვენს კონტინენტზე დამკვიდრდა ევროპის დღის 9 მაისს აღნიშვნის ტრადიცია - მიღწეული მშვიდობისა და ერთიანობის აღსანიშნავად. დღეს ჩვენს კონტინენტზე ერთიანობა გვაახლოებს ჩვენი მშვიდობის პირველი დღის აღნიშვნას," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები