26 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
სევდიანია, რომ უმძიმეს ომში მყოფი ქვეყნის თანამდებობის პირი იცლის საქართველოს საკითხებზე კომენტარებისთვის - არჩილ თალაკვაძე არახამიას განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მოუწოდებს უკრაინის "რადას" წევრ დავით არახამიას, თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები დააზიანოს.

მისივე განცხადებით, უმძიმეს ომში მყოფი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებისთვის ვერ უნდა იცლიდეს.

"სამწუხაროა, რომ მას ხალხი, მთავრობა, ხელისუფლება, ქვეყანა და საზოგადოება ცალ-ცალკე წარმოუდგენია. ნურავის ექნება ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას და საზოგადოებას დააცალკევებს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მას, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, ვინაიდან ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას და აცილებულია იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში არის. საქართველო მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ ინტეგრაციას, თუ დავით არახამია არ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს არის მისი პრობლემა. სევდიანია, რომ უმძიმეს ომში მყოფი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი იცლის საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებისთვის,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, რადას ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება. პარალელურად, არახამია ამბობს, რომ კანდიდატის სტატუს და ევროპულ მომავალს მთავრობა არ იმსახურებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები