რუსთავში მუნიციპალური სერვისცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს - ქალაქის მერმა პროექტი შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელს გააცნო.
სწორედ USAID-ის პროგრამის და მერიის თანამშრომლობით ხორციელდება პროექტი. ნინო ლაცაბიძემ ცენტრის წარმომადგენლებს იმ სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც რუსთაველები ერთ სივრცეში მიიღებენ.
"სულ მალე რუსთავში გვექნება ახალი მომსახურების ცენტრი, რომელიც იქნება აღჭურვილი შესაბამისი იმ ტექნიკით, რომელიც გაამარტივებს მოქალაქისთვის სერვისის მიღებას, გახდის უფრო ეფექტიანს, სწრაფს. ჩვენ USAID-თან ერთად ვთანამშრომლობთ, რომ საბოლოო დეტალებზე შევთანხმდეთ. რუსთავი იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელსაც მუნიციპალურ დონეზე აბსოლუტურად ყველა სერვისი ექნება ერთ სივრცეში განთავსებული, რაც გაამარტივებს მოქალაქეებისთვის მერიასთან ურთიერთობას," - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.