უნგრეთის დედაქალაქში გრძელდება „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიური კონფერენცია. მონაწილეებს დღეს შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართა. დონალდ ტრამპმა ქრისტიანული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე გააკეტა აქცენტი.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი განსახილველი საკითხები ოჯახი, სარწმუნოება და ტრადიციული ღირებულებებია. გუშინ, ფორუმის გახსნის დღეს, მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ვიქტორ ორბანმა მიმართეს.
"დიდი პატივია მივმართო თავისუფლებისმოყვარე პატრიოტებს, რომლებიც შეიკრიბნენ უნგრეთში, რათა აღნიშნონ მარადიული ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც აერთიანებს კონსერვატორებს მთელ მსოფლიოში.
ჩვენ გვჯერა, რომ რწმენა და ოჯახი არის კარგი და თავისუფალი საზოგადოების საფუძველი. ჩვენ გვჯერა, რომ ერი საზღვრების გარეშე არ არის ერი. ჩვენ გვჯერა ტრადიციის, კანონის უზენაესობის, სიტყვის თავისუფლებისა და ღმერთის მიერ მინიჭებული ყველა ადამიანის სიცოცხლის უფლების, ღირსების. ეს არის იდეები, რომლებიც აერთიანებს ჩვენს მოძრაობას და ეს არის იდეები, რომლებიც გადაარჩენს დასავლურ ცივილიზაციას. და გჯერათ თუ არა, მას დდაცვა სჭირდება.
მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა ჩართული ვართ ისტორიულ ბრძოლაში მარქსისტებთან, გლობალისტებთან და კომუნისტებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიბრძვით ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ გაანადგურონ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ტრადიციები და ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია. როგორც ვთქვი ვარშავაში ექვსი წლის წინ, ყველა ჩვენგანი, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, უნდა დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი კულტურა, ჩვენი საზღვრები, ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები, ჩვენი თვითმყოფადობა და ჩვენი ცხოვრების წესი მათგან, ვისაც სურს ჩვენი საყვარელი ერების განადგურება. ჩვენ გავიმარჯვებთ,"- დონალდ ტრამპი.