"ზელენსკის ლიკვიდაციის გარდა სხვა გზა აღარ რჩება"- განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ არხზე. მანამდე, კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ოთხშაბათს ღამით, კიევი რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმას ცდილობდა.
შემთხვევას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია.
ამერიკის შეერთებული შტატების "ომის შესწავლის ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ კრემლზე დრონით თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ იყო დადგმული და რამდენიმე მაჩვენებელი მიუთითებს, რომ დარტყმა შიგნიდან და მიზანმიმართულად იყო ინსცენირებული.