26 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტული გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტული და ავიაკომპანიების, საერთაშორისო მედიისა და სამოგზაურო პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს ტურისტული პროდუქტები, მიმართულებები და ადმინისტრაციის საქმიანობა გააცნო.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საქართველოს წარმომადგენლებთან. დიდი სიამოვნებით ველოდებით დავიწყოთ ერთობლივი მარკეტინგული კამპანია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ Skyscanner-თან ერთად.

ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსთვის მარკეტინგული კამპანიების გამართვის შესახებ ევროპაში, ასევე ჩვენ გვაქვს საინტერესო იდეები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან დაკავშირებით," - ამბობს Skyscanner-ის წარმომადგენელი ზეინებ ბიგალი.

დღის ამბები