26 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრება. ღონისძიება უნგრეთის დედაქალაქში 4-5 მაისს ტარდება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.

პრემიერი, ასევე, გამართავს მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

დღის ამბები