26 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
სამხრეთ აფრიკაში სამი მეზღვაური გაიტაცეს - მათ შორის 2 საქართველოს მოქალაქეა

სამხრეთ აფრიკაში სამი მეზღვაური გაიტაცეს - მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. გატაცება გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი გემიდან მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, გემზე დარჩენილ სხვა მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ.

განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, სადაც ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობენ.

სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მიაწოდეს მათ დეტალური ინფორმაცია.

განცხადება მოიცავს მოწოდებას, რომ ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველამ თავი შეიკავოს გატაცებულების იდენტიფიცირებისგან.

დღის ამბები