26 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დღეიდან იწყებს

ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დღეიდან იწყებს. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის და ეკონომიკის მინისტრებთან.

დელეგაცია ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. განხილვის მთავარი თემები 12 პუნქტის შესრულება, რეფორმები, ევროინტეგრაცია და უსაფრთხოება იქნება.

"ეს არის მრავალპარტიული დელეგაცია, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იქნებიან საქართველოში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, განვიხილოთ საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ევროკავშირში ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ის პროცესი, რა პროცესიც მიმდინარეობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი,

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ დელეგაციასთან შეხვედრის დროს, მსჯელობა რუსეთის მიერ წარმოქმნილ გამოწვევებსაც შეეხება. 

"12 რეკომენდაციის შესრულება, ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, ისევე როგორც უსაფრთხოების ის გამოწვევები, რომელიც რუსეთმა შექმნა როგორც უკრაინის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში და ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები