კიევში გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა - გამოცხადდა საჰაერო განგაში. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. მსგავი ვითარება იყო უკრაინის რამოდენიმე ოლქშიც.
ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 1 ადამიანი. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სუმის ოლქის 4 დასახლებაზეც.
ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება ლიმანი, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა - უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ამ მიმართულებით მათ რუსეთის 20 თავდასხმა მოიგერიეს. პენტაგონში ომის ბოლო მოვლენების შეფასებებისას ითქვა, რომ ფრონტზე ვითარება სტატიკურია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელები კონტრშეტევას უახლოეს კვირებში გეგმავენ.