26 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
გაკოტრებული ოპოზიცია ცდილობს, რომ დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში - ირაკლი ზარქუა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, გაკოტრებული ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნით, პარლამენტში დამატებითი შოუს ელემენტების შეტანას ცდილობს.

ზარქუას თქმით, ოპოზიცია არ ამბობს რა არგუმენტების საფუძველზე უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნა და მათი მცდელობები სრულიად უსაფუძვლოა.

"ეს გაკოტრებული ოპოზიცია ცდილობს, რომ დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში. თუ მუშაობა უნდოდათ, ევროინტეგრაციის გზაზე ერთ კანონპროექტში არ მიუღიათ მონაწილეობა და ახლა როდესაც საგამოძიებო ნაწილი უსაფუძვლოა, არ გვეუბნებიან რა არგუმენტების საფუძველზე უნდათ საგამოძიებო კომისიის შექმნა და ამ ფონზე უნდათ სასამართლო და მოსამართლეები გაასამართლონ. და ვინ უნდა გაასამართლოს სასამართლო და მოსამართლეები, რომელიც კონსტიტუციის მესამე ხელისუფლებაა - ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები