26 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დღეს, გამოკითხვაზე დაბარებულია გამომძიებელი სერგო შუბითიძე. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სერგო შუბითიძეს მის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოკითხავენ, რასაც "შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა".

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.

"რაც შეეხება გამომძიებელ სერგო შუბითიძეს, მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ დადგენილ გარემოებებზე," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები