დღეს ქუთაისში "ქუთაისქალაქობა 2023-ს" აღინიშნავენ. ღონისძიებები ბაგრატის ტაძარში, ქალაქის დალოცვით დაიწყო. ქალაქის და მხარის პირველმა პირებმა, "სამი ოთარის" ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
ქალაქის ცენტრში, მთელი დღის მანძილზე, გამოფენა-გაყიდვები, შეხვედრები, ფორუმები, პრეზენტაციები, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართება. ტრადიციულად აირჩევენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს.
დღესვე, ევროპის 21 წლამდე ნაკრებთა ფეხბურთის ჩემპიონატის გარდამავალი თასის წარდგენა მოხდება.
დღის ბოლოს, მესხიშვილის თეატრში, თბილისის სიმფონიური ორკესტრი ქართული კინო-ფილმებიდან სიმღერებს შეასრულებს.
2 მაისის მრავალფეროვანი ღონისძიებები, გალა-კონცერტით დასრულდება.