26 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
თბილისში ვიზიტად მყოფი გაერო-ს ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები იუსტიციის სახლში იმყოფებოდნენ

თბილისში ვიზიტად მყოფი გაერო-ს ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები იუსტიციის სახლში იმყოფებოდნენ. დელეგაციის წევრები უწყების კონცეფციას და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

ინფორმაცია მიიღეს იმ 500-მდე სერვისის შესახებ, რომლებიც იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.

სტუმრები საქართველოში 5 მაისის ჩათვლით დარჩებიან. შეხვედრები ტარდება საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დღის ამბები