26 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა

ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას.

საქართველოს მხრიდან დეკლარაციას ხელი ილია დარჩიაშვილმა მოაწერა, ხოლო ისრაელის მხრიდან, ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა, ნირ ბარკატმა.

ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართა მინისტრის შეხვედრა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელელ კოლეგას/კოლეგა მინისტრს, ელი ქოენს და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის, ტურიზმის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან. საგარეო საქმეთა მინისტრი "იად ვაშემის“ ჰოლოკოსტის მემორიალს ქართველი ხალხის სახელით გვირგვინით შეამკობს.

დღის ამბები