26 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
პარიზში, ლიონსა და ნანტში პოლიცია უკიდურესად სასტიკი ბოროტმოქმედების წინაშე აღმოჩნდა - ჟერალდ დარმანინი საფრანგეთში გამართულ აქციებზე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში გამართულ აქციებს გამოეხმაურა, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მინისტრი გმობს დემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს.

"მაშინ, როდესაც დემონსტრანტების დიდი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, იყო მშვიდობიანი, კერძოდ, პარიზში, ლიონსა და ნანტში პოლიცია უკიდურესად სასტიკი ბოროტმოქმედების წინაშე აღმოჩნდა, რომლებიც მოვიდნენ ერთი მიზნით: მოკლან პოლიციელები და თავს დაესხან სხვის ქონებას. ამ მომენტისთვის დაკავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. ერთი სამართალდამცველი სერიოზულად დაშავებულია, დამწვრობები მიიღო "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის შედეგად. ძალადობა უპირობოდ უნდა იქნას დაგმობილი,"- წერს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი "ტვიტერზე".

დღის ამბები