უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ განკარგულებები დასამტკიცებლად წარუდგინა.
უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია. ზელენსკის განკარგულებები ითვალისწინებს ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას.
უკრაინაში საომარი მდგომარეობის რეჟიმი 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოქმედებს. ბოლოს ის 20 მაისამდე გახანგრძლივდა.