26 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ოპოზიციის ავტორიტეტი, პოლიტიკური მხარდაჭერა არის განულებული, დღეს ყველაზე მძლავრად წარმოდგენილი არის "ქართული ოცნება" - კახა კალაძე

ოპოზიციის ავტორიტეტი, პოლიტიკური მხარდაჭერა არის განულებული, დღეს ყველაზე მძლავრად წარმოდგენილი არის "ქართული ოცნება" - კახა კალაძე"ქართული ოცნების" შეფასებით, 29 აპრილის არჩევნებმა აჩვენა, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის პოლიტიკური მხარდაჭერა განულებულია და მათ სწორედ ამ მიზეზით არ მიიღეს მონაწილეობა შუალედურ არჩევნებში.

"ცხადია, ოპოზიციამ იმიტომ არ მიიღო არჩევნებში, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდნენ, რა შედეგი დადგებოდა. კარგად იციან, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მათ მიმართ. მათი ავტორიტეტი, პოლიტიკური მხარდაჭერა არის განულებული. რომელიღაც კონკრეტულ პარტიას ჰყავს თავისი მხარდამჭერები შემორჩენილი, მაგრამ დღეს ყველაზე მძლავრად წარმოდგენილი არის "ქართული ოცნება", თავისი მხარდამჭერებით. ეს შუალედური არჩევნებიც არის ამის დამადასტურებელი," - განაცხადა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" წევრის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით კი, ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის არ დაყენებით დადასტურდა, რომ მცდარია ის შეხედულებები რომელსაც ავრცელებენ. სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციას არავითარი პოტენციალი და შესაძლებლობა არ აქვს მოიპოვონ იმ მოცულობის მხარდაჭერა, რომელიც მათი ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარება.

 

დღის ამბები